ჩვენ გვაქვს ორი პარალელური ამბავი. ერთია, რომ ვიღაც აფასებს [ბიძინა ივანიშვილს] ოლიგარქად და ეს არის აბსოლუტურად მცდარი, სპეკულაციური და ხშირად დასპონსორებული შეფასება. რეალობა არის ერთი, რომ ეს ადამიანი, აბსოლუტურად დისტანცირებული პოლიტიკიდან, მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა და დღეს, ამ მომენტისთვის ის უკვე არის პარტია ქართული ოცნების, დემოკრატიული საქართველოს მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, საპატიო თავმჯდომარე და ვერავინ შემეკამათება იმაში, რომ ეს ადამიანი ამას იმსახურებს…
დანარჩენი, რაც კი შეიძლება ოლიგარქად წოდებას რამე ნიშანი, თვისება სჭირდებოდეს, ეს სახეზე არცერთი არ გვაქვს. რეალურად, ოლიგარქები სხვები არიან, რომლებიც მართავენ ტელევიზიებს, რომლებიც მართავენ პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციების შიგნით.
ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ შეკითვას იმის შესახებ, თუ რამდენად შემაფერხებელი შეიძლება იყოს ხშირად ოლიგარქად მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილის “პოლიტიკაში დაბრუნება” ევროპეიზაციის გზაზე მყოფი საქართველოსთვის.