Cushman & Wakefield “ავტოგრაფ მოლში” ობიექტების გაქირავების კამპანიას წლის ბოლოდან დაიწყებს, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” Cushman & Wakefield-ის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელმა გვანცა ფოცხვერიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი.
“ავტოგრაფ მოლის” პროექტზე Cushman & Wakefield-მა მუშაობა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ჩვენმა რითეილ გუნდმა მოიკვლია საქართველოს სავაჭრო მიმართულება, განსაზღვრა ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება, გამოკითხა რითეილ და კვების ოპერატორები. შემდგომ, იმუშავა სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე, განვითარების პოტენციალზე, არქიტექტორებთან ერთად დაამუშავა ცენტრის გეგმარება.
ინტერესი “ავტოგრაფ მოლზე” თავიდანვე ძალიან დიდი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისგან, დღეს კიდევ უფრო მზარდია ინტერესი. ბრენდმიქსზე მუშაობაც უკვე დაწყებულია. ჩვენი გუნდი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყებს გაქირავების კამპანიას”, – განაცხადა კომპანიის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელი.
რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას – როგორც გვანცა ფოცხვერია აღნიშნავს – “ავტოგრაფ მოლის” სრული საინვესტიციო ღირებულება 185 მლნ ლარს შეადგენს და პროექტის განვითარებას დეველოპერი კომპანიები: “ბლოქსი”, “ავტოგრაფი” და “აპკო” უზრუნვეყოფენ.
ცნობისთვის, “ავტოგრაფ მოლის” პროექტი დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე – თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რაიონში განხორციელდება, სადაც ამჟამად ჰიპერმარკეტი “გუდვილი” და სხვა სავაჭრო ობიექტები ოპერირებს. პროექტი მოიცავს: მიწის ნაკვეთი: 43,100 მ², სამშენებლო მოცულობა დაახლოებით: 60,000 მ², სამსართულიანი სავაჭრო სივრცე. პროექტს ახორციელებენ დეველოპერული კომპანიები: BLOX-ი, Autograph-ი და UPCO Development-ი, არქიტექტორი – “ჰაუსარტ დიზაინი”.
bp.ge
