მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი კომპანია ვოლტი მომხმარებელს მორიგი შეთავაზებით ანებივრებს.
„მოდი, უბრალოდ ვოლტი“ – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც 25%-დან 40%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს.
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია 7 ივლისიდან ვოლტის პარტნიორ ობიექტებში:
„მაკდონალდსი“ -25%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
ვოლტ მარკეტი – 30% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
„მარგე“ – 30%-მდე ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე;
„მადარტი“ – 40% ფასდაკლება შერჩეულ პროდუქტებზე.
ფასდაკლებების კამპანია სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
ვოლტში აცხადებენ, რომ მომხმარებელს ზაფხულის განმავლობაში კიდევ არაერთი სიახლე და ფასდაკლება ელოდება.
„ჩვენ ვრჩებით ერთგული ჩვენი ღირებულებებისადმი – მუდმივად სასიამოვნო შეთავაზებებით გავანებივროთ ჩვენი მომხმარებელი და სხვადასხვა სახის ფასდაკლებებით მოვიცვათ ყველა სფერო – კვების ობიექტებიდან თავის მოვლამდე. „მოდი, უბრალოდ ვოლტი“ ამ ეტაპზე აერთიანებს ჩვენს ოთხ პარტნიორ ობიექტს, რომლებიც მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაფართოვდება და სიურპრიზებიც გაგრძელდება. ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის, რომ მათთვის მუდმივი სიახლეებისა და დამატებითი ღირებულების შეთავაზება ჩვენი გუნდის უცვლელი პრიორიტეტია“, – აცხადებს ვოლტი საქართველოს გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.
