საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მხარს უჭერს 8 ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებას თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტთან დაკაშირებით.
როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოპოზიციამ პირველ რიგში ქუჩა უნდა მოიგოს.
„ჩვენ გვინდა არჩევნები, ოღონდ დამოუკიდებელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გადის ქუჩაზე.
სხვა დანარჩენი არის უბრალოდ ხალხის მოტყუება, ჩვენ უნდა მოვიგოთ ქუჩა. მთლიანად მხარს ვუჭერ რვა პარტიის განცხადებას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
რვა ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ “ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს”.
რვა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა “რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის” და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს.
