საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ დასრულდა ყრილობის სამუშაო ნაწილი და ვიწყებთ ყრილობის საჯარო ნაწილს. ყრილობაზე სამუშაო ნაწილში მოსმენილ იქნა პარტიის პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშები, დამტკიცდა სარევიზიო კომისიის განახლებული შემადგენლობა, ვისაუბრეთ პარტიის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, წინასაარჩევნო სამზადისზე. გარდა ამისა, პარტიის წესდებაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები. პარტიის დღევანდელი ყრილობის მთავარი მოვლენა გახლავთ პარტიაში საპატიო თავმჯდომარის თანამდებობის შემოღება, პარტიის ყრილობის ერთსულოვანი მხარდაჭერით, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, 2012 წლის დემოკრატიული გარდაქმნების შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი.