ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში “დაბრუნების” მიზეზი “ოპოზიციის არარსებობაა”. როგორც მან ქართული ოცნების ყრილობაზე თქვა, სურვილი თვითონ გამოთქვა და ამის შესახებ პარტიის ხელმძღვანელობას შეატყობინა.
“ერთადერთი რისი გათვლა პოლიტიკიდან გასვლისას მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანის შესრულება შეძლო. ამ ფონზე სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსით აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტური კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და იმდენად გაცვდა მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში იზრდება მმართველ გუნდში რისკები. ოპოზიციის არარსებობამ შეიძლება მმართველ პარტიას თავბრუ დაახვიო და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე ოპოზიციური კონ როლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკიც არსებობს. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვიდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს, ცოტა ხნის წინ თავად მივმართე”, – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც მან თქვა, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ის გუნდის მთავარი მრჩეველი იქნება და პარტიის მართვის ფუნქციებს არ შეითავსებს.