„საქკაბელსა“ და „ბათუმის ნავთობტერმინალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„საქკაბელი“ და „ს ნავთობტერმინალი“ სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ და “ბათუმის ნავთობტერმინალის” მომარაგებისა და შესყიდვების დირექტორმა ბეკზატ კალიევმა მოაწერეს. პარტნიორობის ფარგლებში „საკაბელი“ “ბათუმის ნავთობტერმინალს” სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საკაბელო პროდუქციით უზრუნველყოფს.