6 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით ₾1.3 მილიარდი დაუბრუნდა – ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის 6 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1.3 მლნ ლარი დაუბრუნდა.
შეგახსენებთ, 2024 წელს ბიზნესს დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის სახით 2.5 მილიარდი ლარი დაუბრუნდა. 2024 წელს დღგ-ს დაბრუნების მოცულობა 9%-ით, ანუ 215 მილიონი ლარით გაიზარდა.
გადასახადის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე. ამ რეფორმის ამოქმედებამდე ბიზნესისთვის დღგ-ს დაბრუნება ავტომატურ რეჟიმში არ ხდებოდა.