ბოჭორიშვილის I მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი იქნება

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.
ირაკლი კობახიძის ბრძანების თანახმად, ზურაბაშვილი ამ პოსტზე დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ინიშნება. ის 2024 წლის 3 დეკემბრიდანაა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს ბოლოს, 2021 წლიდან 2024 წლის ბოლომდე, ლაშა დარსალია იკავებდა. საგარეო საქმეთ მინისტრის შეცვლის შემდეგ პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო.
როგორც „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლაშა დარსალია მინისტრის მოადგილედ რჩება და სხვა მოადგილეებთან ერთად აგრძელებს უწყებაში მუშაობას.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო