კანადამ უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 1.7 მილიარდი დოლარი გადასცა

კანადამ უკრაინას, „დიდი შვიდეულის“ ინიციატივის ფარგლებში, გაყინული რუსული აქტივებიდან დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი გადასცა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
პრემიერის ინფორმაციით, უკრაინამ კანადისგან, ERA ინიციატივის ფარგლებში, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარი (2.3 მილიარდი კანადური დოლარი) მიიღო, რაც დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის უზრუნველყოფილი.
შმიგალის განცხადებით, ამ ტრანშთან ერთად, უკრაინამ, წლის დასაწყისიდან, რუსეთის ფედერაციის გატინული აქტივებიდან უკვე მიიღო დაახლოებით 17.6 მილიარდი დოლარი.
„მადლობელი ვარ კანადის, პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ მოვითხოვთ გაყინული რუსული სახსრების სრულ კონფისკაციას. ისინი საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – წერს დენის შმიგალი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა