საავადმყოფოს დირექტორი – ისრაელის მიერ ღაზაში, კაფეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა

ღაზას პორტთან ახლოს მდებარე კაფეზე ს საჰაერო დარტყმის შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორმა, დოქტორმა მოჰამედ აბუ სილმიამ განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 75 დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ინციდენტი „განხილვის პროცესშია“.
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ღაზას სექტორში „ჰამასის“ რამდენიმე ტერორისტი დაბომბეს. დარტყმამდე გადაიდგა ნაბიჯები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო მეთვალყურეობის გამოყენებით ზიანის რისკის შესამცირებლად“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
CNN-ის ინფორმაციით, ალ-ბაქას კაფე ცნობილი ადგილი იყო სტუდენტებისთვის, ჟურნალისტებისთვის და დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის.