ჟან-ნოელ ბარო, იოჰან ვადეფული და დევიდ ლემი – ვგმობთ ირანის მუქარას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიმართ

საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიმართ მუქარა დაგმეს, რომელიც თეირანმა „სამსახურებრივი მოვალეობების ღალატში დაადანაშაულა“.
„საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფო გმობენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორის, რაფაელ გროსის მიმართ მუქარას და კიდევ ერთხელ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას სააგენტოს მიმართ. მოვუწოდებთ ირანის ხელისუფლებას, თავი შეიკავონ IAEA-სთან თანამშრომლობის შეწყვეტის ნებისმიერი ნაბიჯისგან. მოვუწოდებთ ირანს, დაუყოვნებლივ განაახლოს სრული თანამშრომლობა თავისი ვალდებულებების შესაბამისად და გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი IAEA-ს პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების, ჟან-ნოელ ბაროს, იოჰან ვადეფულისა და დევიდ ლემის ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რაფაელ გროსიმ ირანის ბირთვულ ობიექტებზე -სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები არ დაგმო და ამით მასზე დაკისრებულ მოვალეობას უღალატა. ამასთან, რამდენიმე დღის წინ ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან