„ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ნიკა გვარამიას („კოალიცია ცვლილებისთვის“), მამუკა ხაზარაძის („ლელო – ძლიერი საქართველო“) და გიორგი ვაშაძის („სტრატეგია აღმაშენებელი“) საქმეები პროკურატურას გადაუგზავნა. მიზეზი ისაა, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსები არ ჩაერთნენ კომისიას საპატიმროდან.
„პროკურატურა რა კვალიფიკაციას მისცემს, ეს მისი პრეროგატივაა, ჩვენ ეს უნდა გავუგზავნოთ სისხლის სამართლის დევნის ორგანოს. ჩვენ მოვიქცეთ ჩვენს კონსტიტუციურ ფარგლებში და პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება“, – თქვა სხდომაზე კომისიის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სამივე პოლიტიკოსი უკვე პატიმრობაშია. გიორგი ვაშაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მამუკა ხაზარაძეს – 8-თვიანი, ნიკა გვარამიაც პატიმრობაშია, თუმცა მისი განაჩენი ხვალ გამოცხადდება.
მასალა განახლდება.
