კიევიდან უპასუხეს სლოვაკი მინისტრის განცხადებას რუსეთისთვის პატიების შესახებ

უკრაინის საგარეო საქმეათა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ უპასუხა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის განცხადებას, რომ დასავლეთმა რუსეთთან თანამშრომლობის საშუალება უნდა გამონახოს და იქნებ აპატიოს კიდეც.
დღეს, 30 ივნისს სიბიჰამ სლოვაკ კოლეგას მიმართა, რომ იმუნიტეტის გრძნობა, რომელიც რუსეთს აქვს, მის დანაშაულთა ძირითადი მიზეზია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გულუბრყვილობაა ელოდო, რომ დამნაშავე გაჩერდება, თუ მას კი არ დასჯიან, დანაშაულს აპატიებენ.
მეორე ლოყაში დაგარტყამთ“, – წერს სიბიჰა და დასძენს, რომ ვისაც არავინ დაუკარგავს, მსგავსი განცხადებების უფლება არ აქვს.
29 ივნისს უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ სოლოვაკეთის მაუწყებელ STVR-თან საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის ინტერვიუზე დაყრდნობით წერდა, რომ მან უკრაინაში ომის დასრულების გზად დაასახელა რუსეთთან კომუნიკაცია, დიპლომატიური საშუალებები და საერთაშორისო სამართლის დაცვა.
ბლანარის განცხადებით, დასავლეთმა რუსეთთან თანამშრომლობის საშუალება უნდა გამოძებნოს და შეიძლება, აპატიოს კიდეც, რაც მოხდა.
ევროკავშირისა და ნატოს წევრი სლოვაკეთის მთავრობა პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მეთაურობით, რუსეთის ხელისუფლებასთან კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც.
უნგრეთთან ერთად ბლოკავს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას