სენატორი გრემი: ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ს წინააღმდეგ სანქციების შესახებ ახალი კანონპროექტის წარდგენას, – განაცხადა ABC-სთან ინტერვიუში ინიციატივის ავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა.
„გუშინ, პირველად, პრეზიდენტმა გოლფის თამაშისას მითხრა, რომ დროა, ეს კანონპროექტი წინ წავწიოთ“, – თქვა გრემმა. მისი განცხადებით, სენატორები ტრამპს ინსტრუმენტს აძლევენ, რათა აიძულოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სთან მოლაპარაკებები გამართოს.

გრემმა ასევე ისაუბრა კანონპროექტის ამუშავების მექანიზმზე. თუ რომელიმე ქვეყანა გააგრძელებს რუსეთისგან საქონლის შეძენას და ამავე დროს არ დაეხმარება უკრაინას, მაშინ მისი ექსპორტი შეერთებულ შტატებში 500-პროცენტიანი გადასახადით დაიბეგრება, დააზუსტა სენატორმა. მან ასეთი ქვეყნების მაგალითებად ინდოეთი და ჩინეთი მოიხსენია, რადგან ისინი რუსეთისგან ენერგორესურსებს ყიდულობენ და ამით მხარს უჭერენ რუსეთის თავდაცვის სექტორს.

ტრამპმა აქამდე არაერთხელ გააკეთა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით – დაწყებული მათი დაწესების მზადყოფნით და დამთავრებული განზრახვით, თავი შეეკავებინა ამის გაკეთებისგან, რათა ხელი არ შეეშალა მოსკოვსა და კიევს შორის პოტენციური მოლაპარაკებებისთვის.

The Wall Street Journal-ის წყაროების ცნობით, თეთრი სახლი ცდილობდა, რომ გრემს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტი შეერბილებინა. სენატორს შესთავაზეს, დოკუმენტში შეეტანა გამონაკლისები, რომლებიც ტრამპს საშუალებას მისცემდა აერჩია, ვინ ან რა დაექვემდებარება სანქციებს; გარდა ამისა, გრემს სთხოვეს, კანონპროექტის ტექსტში სიტყვა „აუცილებელია“ შეეცვალა „შეიძლებათი“, რითაც აღმოიფხვრებოდა რეგულაციების სავალდებულო ხასიათი.
ფორუმი