ფონდის დამფუძნებლის დავით ჯინჭარაძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ფონდმა ნაწილობრივ დაფინანსება უკვე გაუწია დაახლოებით 100 ადამიანს, რაც 114,090 ლარის გადარიცხვით მოხდა. მისი თქმით, თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მოქალაქეებისგან შეგროვდა.
ფონდში ამბობენ, რომ პროტესტში მონაწილე ბევრი მოქალაქე იმყოფება დაყადაღებული ქონების და მრავალათასიანი ჯარიმების პირობებში, რაც მათ პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა.
bm.ge ფონდის მიერ ბიზნესისთვის გაგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
