ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სფერო ყოველ წელს დაახლოებით 20%-ით გაიზრდება – “გორგია”

სამშენებლო- სარემონტო მასალების ბაზარი იზრდება. „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, გასულ წელს სექტორის შემოსავლებმა 5.7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2020-24 წლებში საშუალო წლიური ზრდა 19%-ს აღემატება.
გასული წლის მდგომარეობით, მხოლოდ სამშენებლო სექტორში შემოსავლები 2020 წელთან შედარებით გაორმაგებულია. კერძიდმ 2024 წელს სექტორში შემოსავლები 12,3%-ით გაიზარდა და 2,1 მლრდ დოლარს მიაღწია.
2019-2024 წლებში შემოსავლები გაორმაგდა სარემონტო მასალების სექტორშიც, საშუალოდ წლიურმა ზრდამ 12% შეადგინა. გასულ წელს სექტორმა 2,5 მილიარდი დოლარის შემოსავლები დააგენერირა.
სამშენებლო მასალების ბაზრის მოთამაშეების ნაწილის შეფასებით, ბაზრის საერთო ტენდენციები ასახავს იმ შედეგებს, რაც კომპანიებში წლიდან წლამდე ფიქსირდება. “გორგიას” გენერალური დირექტორის შეფასებით, ბაზარი სტაბილურად იზრდება და მშენებლობის ტემპებიდან გამომდინარე ეს ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.
“სამშენებლო-სარემონტო მიმართულების ბიზნესი იზრდება წლიდან წლამდე და ჩვენი კომპანია ამ ტრენდს მიჰყვება. თუ დავაკვირდებით ბაზარს, ძალიან შეიცვალა ტრენდები, თუ აქამდე დომინანტი ადგილი თურქეთს ეჭირა და თურქეთიდან ჩამოგვქონდა პროდუქტები, ახალ ჩინეთი იჭერს ამ მხრივ მოწინავე ადგილს, რადგან პროდუქტის ხარისხის, ისევე როგორც ფასის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა.
ვვარაუდობთ, რომ ჩვენი სფერო დაახლოებით 20%-იან ზრდას აჩვენებს ყოველწლიურად. ჩვენ გასულ წელს გვქონდა 23%-იანი ზრდა და ყოველ წელს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 20%-ის ფარგლებში გვექნება ზრდა.
ეს ზრდა დამოკიდებულია რამდენიმე მიმართულებაზე: პირველი, რამდენად გაიზრდება მშენებლობები, თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მშენებლობის ნებართვები იზრდება არამხოლოდ თბილისში, რეგიონებშიც, რაზედაც დამოკიდებულია ჩვენი ბიზნესი”,-აცხადებს bm.ge-სთან თორნიკე გურული.