რუსეთმა უკრაინას დრონებით და რაკეტებით შეუტია, საჰაერო განგაში მთელ ღამეს გაგრძელდა, არიან დაშავებულები

რუსეთმა ზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რამაც, ქვეყნის ბევრ ოლქში აფეთქებები გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში თავდაპირველად რამდენიმე ოლქში გამოცხადდა, შემდეგ კი მთელი ქვეყანის ტერიტორიაზე გავრცელდა და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
მონიტორინგის არხების ცნობით, რუსეთმა მასიური თავდასხმა განახორციელა უპილოტო საფრენი აპარატებით, „კალიბრებით“, „კინჯალებით“, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით. დამკვირვებლების ცნობით, გაშვებული იქნა 450-ზე მეტი დრონი და 40 რაკეტა.
დარტყმები დაფიქსირდა ლვოვში, პოლტავის ოლქის კრემენჩუგის რაიონში, ზაპოროჟიეს, ჩერკასის, მიკოლაივის ოლქშებში. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 16 წლის მოზარდია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს