ილია თოფურია UFC-ში პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც ჩემპიონი ორ სხვადასხვა წონაში გახდა

ილია თოფურიამ UFC 317-ზე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელმაც ჩემპიონის ქამარი UFC-ის ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
2024 წლის 18 თებერვალს თოფურია ალექს ვოლკანოვსკის დამარცხებით ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემმპიონი გახდა, შემდეგ კი 24 ოქტომბერს ქამარი მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი თოფურიამ მსუბუქ წონით კატეგორიაში ასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონის ქამარი ვაკანტური გახდა. ჯამში, თოფურიას UFC-ში 17 გამარჯვება და 0 დამარცხება აქვს.
tabula.ge