შალვა პაპუაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის” მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ამოქმედების თაობაზე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კარგად აჩვენებს, რომ ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ.
,,პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ამოქმედდა. დღეიდან კანონი დაიცავს ცილისწამების მსხვერპლს და არა ცილისმწამებელს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია.
კონკრეტული „ენჯეოების“ პროტესტი კი კარგად აჩვენებს, რომ ამდენი წელი, ამ ყველაზე ანტიევროპულ ნორმას, სააკაშვილის მიმდევრებთან ერთად, თურმე, სწორედ ევროპიდან დაფინანსებული ენჯეოები იცავდნენ“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!