ტრამპი ბიზნესის დიდი დელეგაციით ჩინეთს ეწვევა – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რამდენიმე ათეულ ბიზნესმენთან ერთად წლის ბოლომდე ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას აზიური მედია ავრცელებს.
მედიის თანახმად, თეთრი სახლი უკვე ამზადებს ვიზიტს. მოსალოდნელია, რომ ტრამპის ჩასვლა ჩინეთში ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული ვიზიტის მსგავსი იქნება, რა დროსაც მან 2 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულებები გააფორმა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა პეკინთან სავაჭრო შეთანხმებას მოაწერა ხელი. ამერიკის ლიდერმა თქვა, ხომ გარიგება ახალი დადებულია და დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)