“დემოკრატია ალყაში – საქართველოს ევროპული გზის დასაცავად!” – ამ სახელწოდებით ALDE პარტიის საბჭომ ჰელსინკიში სრული მხარდაჭერით რეზოლუცია მიიღო.
ევროპის 70 პოლიტიკური პარტია ივანიშვილის დასანქცირებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
რეზოლუციაში ხაზგასმულია:
• ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება ევროკავშირისა და დემოკრატიული მომავლისადმი.
• „ქართული ოცნების“ სრული პასუხისმგებლობა დემოკრატიული უკუსვლის, 2024 წლის გაყალბებული არჩევნების, რეპრესიებისა და ანტი-ევროპული კურსის გამო.
ALDE მკაცრად გმობს:
• ლიდერების: ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ნიკა მელიას და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს.
• ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.
• 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ.
• ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას: „უცხოელი აგენტების“ და „მემკვიდრე პარტიების“ შესახებ კანონებს, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.
ALDE მოითხოვს:
• ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას.
• 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
• ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას.
• მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე.
• ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.
