“დემოკრატუა ალყაში” – რა წერია საქართველოს შესახებ ALDE-ს რეზოლუციაში

ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანის (ALDE) საბჭომ დღეს, 28 ივნისს, ჰელსინკში გამართულ ყრილობაზე მიითღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ.
“დემოკრატია ალყაში” საქართველოს ევროპული გზის დასაცავად” – ასე ჰვქია დოკუმენტს, რომელსაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის უკომპრომისო ერთგუების მიმართ დემოკრატიული და ევროპული ღირებულებებისადმი. გარდა ამისა, ALDE საქარველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, 2024 წლის საპარლამენტო ს გაყალბებაზე და მას შემდეგ გატარებულ რეპრესიულ პოლიტიკაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისტებს “ქართულ ოცნებას”.
ALDE-ს წევრები გმობენ ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ს და გივი თარგამაძის პოლიტიკურად მოტივირებულ მსჯავრს; ასევე, სა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას; 60-ზე მეტი აქტივისტის დაპატიმრებას, მშვიდობიანი აქციების დარბევასა და სიძულვილის კამპანიებს ევროკავშირის წინააღმდეგ; ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, რომლებიც ითრგუნავენ მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პლურალიზმის თავისუფლებებს.
რეზოლუცია მოითხოვს:
· ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას;
· 2025 წლის ბოლომდე ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას;
· ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას;
· მიზნობრივი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილსა და მის კლანზე;
· ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ კონტაქტი “ქართული ოცნების” რეჟიმთან.
ამავე თემაზე:
· “ეს არის ნამდვილი პოლიტიკური რეპრესიები” – ALDE ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე
· ALDE-ს სხდომაზე წაიკითხეს ზურაბ ჯაფარიძის წერილი ციხიდან: „და მაინც ქართველი ხალხი არ ნებდება“