ქარელში ქმარმა ცოლი დაჭრა – კაცი დაკავებულია

ქარელში ქმარმა ცოლი დაჭრა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაჭრილი ქალი საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევა გუშინ, 28 დეკემბერს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”