“ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას!” – ჩერგოლეიშვილი
შიმშილობაზე ჩემი აზრი იმდენჯერ მაქვს გამოხატული, რომ აღარ გავიმეორებ – ჩემი მიზანი ახლაც იქნება, რომ ის შეწყდეს.
წლებია ელენესთან აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ეს თვეები საქმიანი ურთიერთობა მიწევდა პრეზიდენტის ფორმატში – ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიური.
თავისი გეგმა ჰქონდა დახატული ფაუერფოინთში და იეჰოვას მოწმესავით დადიოდა და სთავაზობდა პლატფორმას, პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს. ეს გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიპატიმრების გათავისუფლების ამოცანით. ვის მოსწონდა ეს გეგმა და ვის არა, ცალკე საკითხია. მაგრამ ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას! სხვა არაფერი ვიცი. მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება.
