ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დაკავებებს ეხმაურება.
როგორც საგარეო უწყების X-ზე დაიწერა, „ქართული ოცნების“ ქმედებები იმ ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, რომლებზეც საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები შენდებოდა.
„მტკიცედ ვგმობთ რეპრესიებს საქართველოში, სადაც ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერი ლიდერი იდევნება.
„ქართული ოცნების“ ქმედებები არღვევს იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაა დაფუძნებული.
პოლიტიკურად დევნილი აქტივისტები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო იმ პირებს, ვინც ამ რეპრესიებშია ჩართული, უნდა დაეკისროთ სანქციები”, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადება, მათ შორის, ეხებათ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებსაც წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლოვის გამო პატიმრობა მიუსაჯეს. ასეთები არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ბადრი ჯაფარიძე, ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, მამუკა ხაზარაძე, გივი თარგამაძე..
