„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის წარდგენა „ეკონომიკური ფორუმის“ სადისკუსიო ფორმატში გაიმართა

„ამბასადორი აილენდ ს“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ, „ეკონომიკური ფორუმის” პანელურ სადისკუსიო ფორმატში, ამბასადორის კუნძულის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტსა და მის განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრა.
„ეკონომიკური ფორუმი“, რომლის ძირითად სადისკუსიო თემასაც, ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი, სტრატეგიული პროექტების და ინიციატივების მნიშვნელობა, შესაძლებლობები და გამოწვევები წარმოადგენდა, „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც მოდერატორობას „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა. პანელურ დისკუსიაში, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„მნიშვნელოვანია, რომ „ეკონომიკური ფორუმი“ წარმოადგენს კონკრეტული ინიციატივების, გადაწყვეტილებების, ინოვაციური იდეების გაზიარებისა და არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მსჯელობის სივრცეს. „ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში, განხილული იქნა სტრატეგიული პროექტების როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის ზრდაში. დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი შთამბეჭდავი შედეგები ამბასადორის კუნძულის განვითარებასთან დაკავშრებით. კერძოდ, ჩვენ მიმდინარე წელს უკვე ამავე ზაფხულში ვაპირებთ 26 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ექსპლუატაციაში მიღებას და ორი ულტრათანამედროვე შენობა-ნაგებობის განვითარებას. ჯამური საინვესტიციო პოტენციალით დაახლოებით, 600 მილიონი დოლარი,”- აღნიშნა გოჩა კამკიამ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.