რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფმა სერგეი ნარიშკინმა საგანგებო ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე უცხოეთის ნებისმიერი ჩარევა უნდა აღკვეთილ იქნას.
მომავალ წელს “მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი იქნება – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები”, – განაცხადა ნარიშკინმა. ”ჩვენ ყველანაირ ძალისხმევას უნდა მივმართოთ, რომ თავიდან ავიცილოთ გარე ჩარევის შესაძლო მცდელობები”.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დეკემბერში თქვა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღებს მონაწილეობას. ეს პუტინს ხელისუფლებაში ყოფნას კიდევ ექვსი წლით გაახანგრძლივებს.
ოპოზიცია არჩევნებს დემოკრატიის ფარსად მიიჩნევს, პუტინის რუსეთში გამეფებული კორუმპირებული დიქტატურის ფონზე.