ირანის საგარეო მინისტრი – ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, -ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართო და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნას მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა არაღჩიმ.
შეგახსენებთ, ირანის პარლამენტმა მხარიდ დაუჭირა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან ქვეყნის თანამშრომლობის შეჩერებას, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ირანის უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე თქვენს გუნდთან ერთად და აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბიძინა ივანიშვილმა დასახა

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ახალგაზრდული ჯგუფები – 29 ივნისს გელოდებით პარლამენტთან – მნიშვნელოვანია, მთელ საქართველოს და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვართ ბევრი, რომ არ შევშინდებით და არ დავნებდებით