ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის იჯარით გადაცემას გამოეხმაურა. სამხარაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ანექსია არ მომხდარა.
“ანექსია არ მომხდარა. ძალიან გთხოვთ, ტერმინებს ნუ აურევთ. იჯარით გადასცეს […] ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან, რადგან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია […] საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე რაც უფრო მეტად გადადგამს ნაბიჯებს, რუსეთისა და დე ფაქტო, მარიონეტული რეჟიმების მხრიდან მით უფრო მეტად გახშირდება როგორც მსგავსი ტიპის პროვოკაციები, ასევე განცხადებები”. – უთხრა ჟურნალისტებს სამხარაძემ.
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მარიონეტულმა რეჟიმმა 27 დეკემბერს გამთენიისას გაავრცელა, როცა ე.წ. პარლამენტის წინ ბიჭვინთის გადაცემის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გრძელდებოდა.
26 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმი ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემის საკითხს 27 დეკემბერს განიხილავდა. ამ ინფორმაციას საპროტესტო აქციის დაწყება მოჰყვა.