“აქამდე, როცა ვამბობდით, რომ რეჟიმს მოქალაქეთა აზრის კონტროლი სურს, ეს შეიძლება გადაჭარბებად მიგეჩნიათ.
ხვალ ოფიციალურად ამოიღებენ ჩანაწერს კანონიდან, რომელიც აზრის თავისუფლებას აბსოლუტური პრივილეგიით იცავს.
დღეს, აზრის გაჟღერება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.
ხვალიდან, უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ.
ჩელიაბინსკზე ვინ ღლიცინებდით?” – წერს სოციალურ ქსელში იურისტი საბა ბრაჭველი.