კაია კალასი – რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი – რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია

რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი. ს ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.
„რუსეთის ომის ყოველი სანტიმეტრი დოკუმენტირებულია. ეჭვის ადგილი არ არსებობს და დაუსჯელობის ადგილი არ არის.
პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს შორის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ მიღწეული შეთანხმება მკაფიო გზავნილს აგზავნის: რუსეთის ხელმძღვანელობაში არავინ არის ხელშეუხებელი“, – წერს კაია კალასი.
ცნობისთვის, მ და ევროპის საბჭომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებზე, ამის გარდა არის პროტესტის გამოხატვისა და რეჟიმთან ბრძოლის სხვა საშუალებები, რომელსაც ახლა სახეზე ვხედავთ, რაც გადაწყვიტა ელენე ხოშტარიამ