ევროკომისიის პრეზიდენტი უკრაინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას მიესალმება

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტ სა და ევროპის საბჭოს შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ში ს აგრესიის საქმეზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
„მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპის საბჭოს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელიც აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის დაარსებას ითვალისწინებს. მოძალადეები მოსამართლეების წინაშე უნდა წარდგნენ და სამართალი გაიმარჯვებს,“ – დაწერა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე.
გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი მექანიზმის შექმნას იმ საერთაშორისო დანაშაულისთვის, რომელსაც უკრაინა რუსეთის სდებს ბრალად – კერძოდ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..