სტივ უიტკოფი – ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს

ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზია. ეს ყოველთვის წითელი ხაზი იყო. ურანის გამდიდრება წითელი ხაზია და ასევე, წითელ ხაზს იარაღის შექმნა წარმოადგენს. იარაღის შექმნას ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„მაშინ ბომბის შექმნას ყველა მოისურვებს და ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)