პუტინის ორი დიდი შეცდომა – “პუტინის “გენიალური“ პოლიტიკით ყველაზე მეტად მოიგო აშშ-მა” – ირაკლი მელაშვილი

შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ, ჩემი აზრით, დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინი ს ისტორიაში შევიდეს, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ხელმოცარული მმართველი. სისულელეები, რომელსაც ეს კაცი აკეთებს, ძალიან დიდ ფასად შეიძლება დაუჯდეს რუსეთს. მისი ორი ყველაზე დიდი შეცდომა, თუკი ამას საერთოდ შეცდომა შეიძლება ეწოდოს. პუტინმა ისე დაიწყო დასავლეთთან კონფრონტაცია და ში საბრძოლო მოქმედებები, ისე მოინდომა კოლექტიური დასავლეთის დამარცხება (გაიხსენეთ რუსეთის 2021 წლის დეკემბრის ულტიმატუმი ნატოს, რომელშიც მან მოითხოვა ნატოსგან დაეტოვებინა აღმოსავლეთ ევროპა, საერთოდ შეეჩერებინა ნებისმიერი სამხედრო აქტივობა აღმოსავლეთ, ცენტრალურ ევროპასა და კავკასიაში ) რომ ნულოვანი წლებიდან ნავთობის და ბუნებრივი აირის მაღალ ფასებში გაყიდვით მიღებული ასობით მილიარდი მას დაბანდებული ჰქონდა არა საკუთარი ეკონომიკის დაფინანსებაში, არამედ -ს და ევროკავშირის ფასიან ქაღალდებში. ეს თანხა 300-330 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანუ, რუსეთი, რომელიც თავის მოწინააღმდეგედ და მტრად აღიქვამდა აშშ-ს და ევროკავშირს, ამავე დროს, იმის მაგივრად, რომ ეს ასობით მილიარდი დოლარი ჩაედო საკუთარი ეკონომიკის, თუნდაც სამხედრო მრეწველობის გასაძლიერებლად, მან ეს უზარმაზარი თანხები დააბანდა დასავლეთის ფასიან ქაღალდებში, ანუ აფინანსებდა თავისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეების ეკონომიკის, მათ შორის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის განვითარება. დღეს ეს თანხები სანქციების შედეგად გაყინულია, რუსეთი აქედან ერთ ცენტსაც კი ვერ იღებს. ფასიანი ქაღალდების პროცენტებით მიღებული შემოსავალი ეძლევა უკრაინას, ხოლო დანარჩენი თანხები მუშაობს ევროკავშირის და აშშ-ს ეკონომიკის, მათ შორის სამხედრო მრეწველობის გაძლიერებაზე. მე არ ვიცი კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ვინმეს თუ გაუკეთებია მსგავსი სისულელე, რაც გააკეთა პუტინმა. მეორე ისტორია. 2021 წლამდე რუსეთი ევროკავშირისთვის იყო ნავთობის და გაზის ძირითადი მიმწოდებელი. ბუნებრივ აირში მას ეკავა ევროპის ბაზრის 45%, თუკი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენი ამუშავდებოდა ეს, რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რუსეთის მონოპოლიური მდგომარეობა ევროპის ბაზარზე მიაღწევდა 60%-ს. რუსეთი აგრეთვე იყო ნავთობის და ნავთობპროდუქტების მთავარი მიმწოდებელი ევროპისთვის. მისი წილი აქ იყო 30-35%. ეს ვითარება რუსეთს აძლევდა არა მარტო ასობით მილიარდ ყოველწლიურ შემოსავალს, არამედ უზარმაზარი გავლენის ბერკეტებს ევროპულ პოლიტიკაზე, განსაკუთრებით გერმანიაზე, იტალიაზე და ნიდერლანდებზე. მაგრამ, როცა ამ მდგომარეობას ნაჯახივით გამოიყენებ, შენ ყველაფერს კარგავ. გეგმაზომიერი, მისი ინტერესების გათვალიწინებაზე ორინტირებული ევროპული პოლიტიკის გატარების ნაცვლად, პუტინმა დაიწყო ევროპის დაშანატაჟება, ზამთარში შეუწყვიტა გაზმომარაგება, ამ გზით მოინდომა მათი დაჩოქება. რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები ერთ ხმაში გაიძახდნენ, რომ პუტინს ევროპა ჯიბეში ჰყავს ჩასმული, რომ ისინი იძულებული იქნებიან შეასრულონ პუტინის ნებისმიერი სურვილი. რუსი დიქტატორის ამ „ჭკვიანური“ პოლიტიკის შედეგად ევროპამ სანქციები დაადო რუსეთს და ეტაპობრივად უარი თქვა რუსეთის ენერგომატარებლებზე. ევროპის ნავთობით მომარაგებაში რუსეთის წილი ახლა არის 0%, ბუნებრივ აირში გაზსადენით მიწოდებულში 11% და თხევად ბუნებრივი აირში 7-8%. ევროკავშირის გადაწყვეტილების თანახმად 2028 წლისთვის ევროპა სრულად შეწყვეტს რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვას. პუტინის „გენიალური“ ქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმდება მდგომარეობა ბუნებრივი აირის მწარმოებლებისთვის. თუკი ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით კიდევ შესაძლებელია რუსული ნახევრად ლეგალურად ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე დაბალ ფასად, მაგრამ მაინც გაყიდვა, აი ბუნებრივი აირი ძირითადად ექსპორტზე გადის გაზსადენებით, რომელიც რუსეთს აშენებული აქვს ევროპის მიმართულებით. ეს ბაზარი რუსეთს ეტაპობრივად ეკეტება. აზიის ბაზრების მომარაგებას ის მხოლოდ ერთი გაზსადენის, „Сила Сибири“-ის მეშვეობით ახდენს, რომელსაც, მაქსიმალური დატვირთვით ამუშავების პირობებში შეეძლება წელიწადში 38 მილიარდი კბ. მეტრი ბუნებრივი აირის გატარება, რაც რუსეთში 2024 წელს მიღებული ბუნებრივი აირის, 685მილიარდი კუბური მეტრის, მხოლოდ 5-6%-ს შეადგენს. 2028 წელს, როცა ევროკავშირის ბაზარი რუსეთისთვის სრულად დაიხურება, რუსეთი უმძიმეს მდგომარეობაში იქნება. მას არ ყოფნის თხევადი გაზის წარმოების სიმძლავრეები (2024 წელს აწარმოა დაახლოებით, 45 მილიარდი კბ. მეტრის ეკვივლანენტი თხევადი გაზი ) არ აქვს ფული რომ გაიყვანოს ახალი გაზსადენები აზიაში, (თან ამას, დრო ჭირდება). არ აქვს ტექნოლოგიები რომ ააგოს თხევადი გაზის წარმოების ახალი ქარხნები. (თან ამასაც, დრო ჭირდება) თუმცა, ამ ქარხნებამდე რომ გაზი მიიყვანო, იმასაც გაზსადენები, დრო და თანხები ჭირდება. ამრიგად, პუტინის გენიალური პოლიტიკის შედეგად, რუსეთმა დაკარგა ასობით მილიარდი შემოსავლები, დაკარგა გავლენის ბერკეტები ევროპულ პოლიტიკაზე და განადგურების საფრთხის ქვეშ დააყენა მისი შემოსავლების მთავარი წყარო, ბუნებრივი აირის მრეწველობა, იმიტომ რომ ევროპის ბაზრების დახურვის შემდეგ მას მხოლოდ ახლანდელი მოპოვების 20-25%-ის გაყიდვა შეეძლება. ვინ უნდა გადაუხადოს პუტინს მადლობა? ყველაზე მეტად ვინ მოიგო პუტინის“გენიალური“ პოლიტიკით? მისმა მთავარმა გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ, აშშ-მ, რომელმაც მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა რუსეთი ევროპის ბაზარზე. ორ წელიწადში მან 5-ჯერ მეტად გაზარდა ევროპისთვის ნავთობის მიწოდება, ის გახდა ევროპის ნომერ პირველი მიმწოდებელი ნავთობში, მისი წილი ამ ბაზარზე სამ წელიწადში 3 %-იდან 16.1 %-მდე გაიზარდა. ასევე, თხევად გაზში, აშშ-მ ევროპაში მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა რუსული ბუნებრივი აირი და დღეს მას ამ ბაზარზე 16% უკავია. ჰოდა, ვინც იძახით, რომ პუტინი მაგარია, ერთი თქვენს ტვინებში ჩამახედა. რა მიიღო პუტინმა ამის ფასად.? 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ, არასრულ სამ წელიწადში დაიპყრო უკრაინაში 4000 კვ.კმ, ანუ, კახეთისოდენა ტერიტორია, რისთვისაც დახოცილების და დაჭრილების სახით დაკარგა მილიონზე მეტი ჯარისკაცი. კიდევ ერთმა მილიონმა, ყველაზე განათლებულმა და თანამედროვე ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანმა დატოვა ქვეყანა. ნატოს გაფართოება არ მინდაო და ამ ომის შედეგად ნატოში შევიდა ფინეთი და შევდეთი. რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი საზღვაო არტერია, ბალტიის ზღვა და მისი ოკეანეში გამავალი სრუტეები სრულად ნატოს კონტროლს ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთმა უკრაინის არმიის სახით მიიღო 2023 წელთან შედარებით ბევრად უკეთესი, დასავლეთის შეიარაღებით აღჭურვილი ევროპის ყველაზე უფრო მოტივირებული და ბრძოლისუნარიანი არმია, რომელიც რუსეთს ვერ იტანს. ჰოდა, იძახეთ ახლა, პუტინი მაგარი! რუსეთმა ასევე მიიღო ინფლაცია, ეკონომიკური რეცესია, ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი და პირველად, ბოლო ოცი წლის განმავლობაში უწევს ბიუჯეტის სეკვესტრი. მისი ეკონომიკის პროგნოზი უმძიმესია, რაც არ დაუმალავთ თავად რუსეთის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს ამ რამდენიმე დღის წინ პეტერბურგში ჩატარებულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლებისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – რუსეთი შესუსტდა არა იმიტომ, რომ ირანი მას რაკეტებსა და დრონებს ვეღარ მიაწვდის, არამედ მოკავშირეებმა დაინახეს, რომ კრიტიკულ მომენტში რუსეთს არ ძალუძს საკუთარ პარტნიორებს დაეხმაროს