უშაკოვი: პუტინი ბრაზილიაში BRICS-ის სამიტს ICC-ის დაკავების ორდერის გამო ვერ დაესწრება

25 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო, ბრაზილიაში მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე არ ჩავა.
უშაკოვის თქმით, პუტინი BRICS-ის სამიტში ონალინ საშუალებებით ჩაერთვება.
“ეს დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, ICC-ის მოთხოვნის კონტექსტში. ამ პირობებში, ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაჭერა, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემდა” – თქვა უშაკოვმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ