“ეს მე გავაკეთე”– “კატასტროფა რუსეთი”, NATO-ს მოკავშირეების ახალი ვალდებულება და ტრამპის დაპირება

NATO-ს მოკავშირეებმა თავდაცვითი ხარჯების მშპ-ს 5%-მდე დრამატულად გაზრდის ვალდებულება აიღეს. ის, რაც შესაძლებლად არავის მიაჩნდა, ახლა ამბობენ, რომ “ეს თქვენ გააკეთეთ ბატონო [ტრამპ], ეს თქვენ გააკეთეთ”, არ ვიცი ეს მე გავაკეთე თუ არა, მაგრამ მგონია, რომ მე გავაკეთე. ეს გახდება ცნობილი როგორც ჰააგის თავდაცვითი ვალდებულება, რაც ძალიან კარგი და შესაბამისია. როდესაც მოკავშირეები მიაღწევენ ამ რიცხვს, ეს წელიწადში ერთი ტრილიონ დოლარზე მეტს დაგვიმატებს. დაფიქრდით, წლიურად ერთი ტრილიონი დოლარი ჩვენი საერთო თავდაცვისთვის. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი გამარჯვებაა -თვის, რადგან ჩვენ გაცილებით მეტს ვიხდიდით, ვიდრე სამართლიანი წილი მოითხოვდა. ეს საკმაოდ უსამართლო იყო. ეს ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისთვის დიდი გამარჯვებაა. ევროპა აქტიურდება და იღებს მეტ პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებაზე, რაც მომავალში მათ ისეთი კატასტროფების პრევენციაში დაეხმარება, როგორიცაა სა და უკრაინის ვითარება და ვიმედოვნებ, რომ მას მალე შევაჩერებთ.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სამიტზე რეპორტიორებს განუცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO-ს მე-5 მუხლს კოლექტიური თავდაცვის შესახებ და დაამატა, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოების დასაცავადაც მზად არის.
“მხარს ვუჭერ მე-5 მუხლს, აქ ამიტომაც ვარ. მხარს რომ არ ვუჭერდე, აქ არ ვიქნებოდი.” – თქვა ტრამპმა. ხოლო რეპორტიორის კითხვაზე, დაიცავდა თუ არა იგი NATO-ს ქვეყნებს, აშშ-ს პრეზიდენტმა უპასუხა: “ახლა რა ვთქვი? კი, რა თქმა უნდა, რატომ ვიქნებოდი აქ?”