“ოპოზიცია გამოიყვანეს პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, რატომ?” – კობახიძის კითხვა და კობახიძის პასუხი

ირაკლი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ლიდერები ციხეში არა “ქართულმა ოცნებამ”, არამედ კონკრეტულმა უცხოელმა სუბიექტებმა გაუშვეს.
“როდესაც საუბარია, უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება – რეალურად, ისინი არიან ის სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია, ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა: გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში. რატომ? – იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში. ისინი არიან აგენტები, ისინი ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ შესაბამის უცხოელ სუბიექტს”- თქვა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა