დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმაზე – არ მინდა ჰიროსიმას და ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმები იაპონიაში -ის მიერ ბირთვული ბომბების გამოყენებას შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანი ომების წარმატებით დასრულებისთვის გამოიყენეს.
„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის მოყვანა, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის მოყვანა, მაგრამ არსებითად იგივე იყო, რამაც ომი დაასრულა. ამან ომი დაასრულა, ჩვენ რომ ის არ გაგვენადგურებინა, ახლაც ბრძოლაში იქნებოდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვულ პროგრამას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
„არა მგონია, რომ მათ ეს ოდესმე გაიმეორონ. მათ უბრალოდ ჯოჯოხეთი გადაიტანეს. ვფიქრობ, რომ მათ ეს გადაიტანეს. ყველაზე ნაკლებად რაც მათ სურთ, არის [ურანის] გამდიდრება“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ელოდება ს ანგარიშს ირანის მიერ განცდილი ზიანის შეფასების შესახებ, რაც, მისი თქმით, დაადასტურებს მის მტკიცებებს „სრული განადგურების“ შესახებ.