ზვიად კორძაძე – მამუკა ხაზარაძე ვარჯიშობს და კარგად არის – ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას

მამუკა ხაზარაძე ვარჯიშობს და კარგად არის – ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს ოპოზიციონერი ლიდერი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც კორძაძემ აღნიშნა, მხნედ არის.
„მხნედ არის, ნორმალურად. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ეხება სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას, რომელშიც ვიმყოფებით. განწყობა იგივეა, მხნეობა იგივეა. არაფერი შეცვლილა, ვარჯიშობს და კარგად არის“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს