შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა – სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს

ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს.
„ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულების გამართლება და მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი არ ითვალისწინებს წარსულის გაკვეთილებს, როდესაც სააკაშვილის, მელიას, გვარამიას, რუსთავი 2-ის თუ სხვათა საქმეებზე, სტრასბურგის სასამართლო ყოველ ჯერზე ამხელდა ამგვარი ჩარევის უსამართლობას.
ევროკავშირის ბიუროკრატები და პოლიტიკოსები ევროპული ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყვნენ, წესით, სტრასბურგის სასამართლოს ყოველი მსგავსი გადაწყვეტილების შემდეგ, ქართველ ხალხს მათგან ბოდიში უნდა მოესმინა. თუმცა, ნაცვლად ბოდიშისა, ქართულ სახელმწიფოზე უსამართლო თავდასხმებსა და იმავე მანკიერ წრეზე სიარულს ვხედავთ“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი იაკობი: გქირაობთ, გირჩევთ, ვინც არ აგვირჩევიხართ, ისინიც ხომ ჩვენმა ერმა უნდა აირჩიოს და ყველა ჭკვიანად იყავით, არჩეულებიც და ვისაც არჩევა გინდათ. ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს. ეკლესიასაც მოეპყარით წესიერად

პატრიარქი შიო – მომაკვდავი ადამიანის სარეცელთან ძალიან ხშირად, იმის მაგივრად, რომ იყოს ლოცვითი განწყობა, არის შფოთი, აურზაური და შიში – ხშირად იმ ქვეყნად უკვე მიმავალ ადამიანს ზედმეტად აწუხებენ სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებით

სიმონ ჯანაშია: გამოუშვეს იმიტომ, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ოცნების მხარდამჭრებმა იციან, რომ ახალგაზრდებს პროტესტის გამო იჭერენ, იმის გამო იჭერენ, რომ ამბობენ, რომ ეს სისტემა უსამართლოა!