მაკა ბოჭორიშვილი – კამპანია „შავი ხვრელი – საქართველო“ მიმდინარეობდა, მახსოვს ანა ნაცვლიშვილის გამოსვლა, ვერ დავთვალე, რამდენჯერ გამოიყენა სიტყვები „შავი ხვრელი“ – მაშინ კანდიდატის სტატუსს ველოდით და კარდაკარ დავდიოდით, რომ პარტნიორები დაგვერწმუნებინა

კამპანია „შავი ხვრელი – საქართველო“, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად მახსოვს ს ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ გამოიყენა სიტყვები „შავი ხვრელი“, რომ ეს კარგად გამჯდარიყო, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კამპანიას, რომ „საქართველო არის მაჩანჩალა“, განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა „ლელო“.
„ლელოს“ პოლიტიკოსები პარლამენტში, განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, სამადაშვილი ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა, რომ რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, თითქოს, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ანუ, საქართველოს არ აქვს მიღწევები.
ასევე, ახალი დაწყებული ომი ში, ეს იყო ყველაზე სენსიტიური თემა და ალბათ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს კამპანია „შავი ხვრელი – საქართველო“, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამალებული კამპანია, რომელიც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საქართველო წარმოჩენილიყო „შავ ხვრელად“. გახსოვთ უსამართლო წერილები, რომლებიც ფრიალებდა, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს, რაღაც არასწორად კეთდებოდა საქართველოში, თუმცა, ამის არანაირი მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა. ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან, ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან [აცხადებდნენ ამას]. მახსოვს ძალიან კარგად ნაცვლიშვილის ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე, რამდენჯერ გამოიყენა სიტყვები „შავი ხვრელი“, რომ ეს კარგად გამჯდარიყო, თითქოსდა, ეს თემა იყო აქტიური. ეს კამპანია რამდენიმე თვე გაგრძელდა, რომელმაც ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდით და მართლაც კარდაკარ დავდიოდით, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის გეოპოლიტიკურად ასეთი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ბოჭორიშვილმა ისაუბრა 2022 წელს განაცხადის გაკეთებიდან საქართველოს მიერ განვლილ გზაზე.
„ჩვენი განაცხადის შემდგომ არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა, რომ „საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა, ნახავთ, მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს და საქართველო იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს“. ამას გეუბნებით დაახლოებით, მარტის პერიოდში, ანუ ახალი გაკეთებული გვქონდა განაცხადი და ვნახოთ ის 85 % მოსახლეობის, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოსთხოვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
ანუ ეს წინადადება უკვე ცხადად აჩვენებდა იმას, რომ საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ევროინტეგრაცია ვიღაცებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისათვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით. 2022 წელს ს არანაირი პერსპექტივა უკვე არ არსებობდა, აღარ არსებობდა არანაირი კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა, სცენარი 2 „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად. აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ . მე ასე დავარქმევ ამას, მე არ დავარქმევ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ, ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არჩეული იყო ქართველი ხალხის მიერ,“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.