20-მდე გაიზარდა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 25 ივნისს დილით განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა.
24 ივნისს, დღის ბოლოს დადასტურებული იყო 17 მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი. კიდევ 2 ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ სამარში.
ლისაკის ინფორმაციით, დაშავდა 300-მდე ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რაკეტებით შეტევა 24 ივნისს მიიტანეს.
რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ დნეპროპეტროვსკსა და მის შემოგარენში დანგრეული და დაზიანებულია სახლები, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა.
25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?