ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს”

ირანი მზად არის -თან “საკითხები მოაგვაროს”. ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა ს მემკვიდრე პრინც, მოჰამედ ბინ სალმანთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
პეზეშკიანის თქმით, ირანი მზად არის აშშ-თან “საკითხები მოაგვაროს” და თეირანი მეგობრული ქვეყნებისგან “ნებისმიერ დახმარებას” მიესალმება.
მედია იუწყება, რომ სატელეფონო საუბარი იმის ფონზე გაიმართა, რომ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფაისალ ბინ ფარხანი კატარში იმყოფება, სადაც “სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს” საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს.
საუდის არაბეთის გარდა აღნიშნული გაერთიანების წევრები არიან ბაჰრეინი, კუვეიტი, ომანი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე კატარის წინააღმდეგ ირანის აგრესია იქნება განხილული, რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა დაბომბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ