კანადამ ეკონომიკური სანქციები დაუწესა ცნობილ რუს დირიჟორს, ვალერი გერგიევს

კანადის მთავრობამ გააფართოვა სანქციები ს მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ. ეკონომიკური სანქციების ახალ ტალღაში, რომელიც ჯამში 41 სუბიექტს ეხება, მოჰყვა ცნობილი დირიჟორი, ვალერი გერგიევი.
სანქციების შესახებ ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც კანადის მთავრობის ვებ-გევრდზეა გამოქვეყნებული, წარმოშობით ოსი გერგიევი მოხსენიებულია როგორც პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრი.
72 წლის გერგიევი მსოფლიოში ცნობილი დირიჟორია. ამჟამად ის ხელმძღვანელობს რუსეთის ორ ისტორიულ თეატრს – მოსკოვის დიდ თეატრს და სანტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრს. ის კლასიკური მუსიკის სფეროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო. თუმცა, ბოლო წლებში, კრემლის ღია მხარდაჭერის გამო, ის კრიტიკის ობიექტი გახდა. მაგალითად, ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ომის მხარდაჭერისა და კრემლის პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელების გამო, მას არაერთი საერთაშორისო პოზიციის დატოვება მოუხდა. მათ შორის, გაათავისუფლეს მიუნხენის ფილარმონიის ორკესტრის მთავარი დირიჟორის პოზიციიდან.
გერგიევი მხარს უჭერდა რუსეთის მოქმედებებს 2014 წელს, ს ანექსიის დროსაც. ის ითვლება კრემლის “რბილი ძალის” ერთ-ერთ მთავარ იარაღად პუტინის რუსეთში.
აღსანიშნავია, რომ კანადის მიერ სანქცირებული კრემლის პროპაგანდისტებისა და რუსული კომპანიების სია მას შემდეგ გაფართოვდა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი უკრაინის პრეზიდენტს, ს შეხვდა. შეხვედრა ერთი კვირის წინ, დიდი შვიდეულის [დიდი შვიდეულის ქვეყნები – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, გაერთიანებული სამეფოსა და ] სამიტის ფარგლებში, კანადაში შედგა.