საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ

საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ
რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში X ნატოს სამიტის წინ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მან აღნიშნა, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით, წელს ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე არაფერი თქმულა.
„საინტერესოა, რომ ნატოს სამიტის წინ ჰააგაში გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც სიტყვით გამოვიდნენ ზელენსკი, რუტე, კოშტა და ფონ დერ ლაიენი, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ერთხელაც არ უხსენებიათ. რადიკალურად განსხვავდება ვილნიუსის 2023 წლისა და ვაშინგტონის 2024 წლის სამიტებისგან“, – წერს იოზვიაკი.
Previous: არაფერს ისე არ შეულახავს ქართველი კაცის თვალში ევროკავშირის იმიჯი, როგორც ევრობიუროკრატების და ევროპელი პოლიტიკური ლიდერების პირდაპირ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში