„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც რეგულაციები მკაცრდება არაერთი მიმართულებით, იქნება ეს მოსამართლისადმი უპატივცემულობა, თუ მასზე ზემოქმედება. ასევე, შეზღუდვები შეეხება ფოტო-ვიდეო გადაღებასაც.
მაჭარაშვილის განცხადებით, კანონში ის ცვლილებები შედის, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი დაცულია უმაღლეს დონეზე.
„საუბარი არ არის მხოლოდ პროვოკაციებზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზეც კი გადავიდნენ ისე გათავხედდნენ [რადიკალური ოპოზიცია], რომ მანდატურებს ფიზიკურად შეეხნენ. გამორიცხულია რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი პროცესი ნახოს ვინმემ და თუ ნახავს იქნება უმკაცრესი სასჯელები. ჩვენ, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ამ მიმართულებითაც გვქონდა, რა თქმა უნდა, ხარვეზები და ესეც იყო ზუსტად „დიფ სთეითიდან“ და გლობალური ომის პარტიის ზეწოლიდან გამომდინარე.
ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში