რუსეთის მიერ ქალაქ დნეპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა

რუსეთის მიერ ქალაქ დნეპროზე დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა დნეპრს დაარტყა. რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაახლოებით 70 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ათი ბავშვია. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა“, – განაცხადა სერგეი ლისაკმა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსული ძალების დარტყმის შედეგად სასწავლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ასევე, რუსების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში დარტყმის შედეგად, ქალაქ სამარაში 9 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?