რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა – არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დღეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და „უკრზალიზნიცის“ მატარებელი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტრის თავდასხმის გამო დნეპრში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა. დაზიანდა მატარებელი“, – აღნიშნა ლისაკმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დნეპრში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?