ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წაუყენეს.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი საქართველოში არ ყოფნის პერიოდში ოქრუაშვილთან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებელი შევიდა და ახალი ბრალი გააცნო.

ჭაბაშვილის თქმით, ბრალი „ბანალურ საქმეზეა” და ის ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, ადვოკატი განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.

ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

სხდომას არ დაესწრება თავად ბრალდებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)